Thursday, 28.11.2024, 21:52
Welcome Guest | RSS

International conference

თავფურცელი

 

საერთაშორისო კონფერენცია

თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები

 21-23 ოქტომბერი2015, თბილისი, საქართველო

 

ICAMT 2015: კონფერენციის მიზანია ახალი მასალების, ტექნოლოგიებისა და უახლესი კვლევების დარგში აღიარებული სამეცნიერო სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრის ორგანიზაცია; სასარგებლო გამოცდილებისა და იდეების ურთიერთგაზიარება, თანამედროვე   პრობლემების ანალიზი და ახალი შედეგების განხილვა, საქართველოს მასალათმცოდნეობის და ხელსაწყოთმშენებლობის პოტენციალის წარმოჩენა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების ინტეგრაცია საერთაშორისო პროექტებში. კონფერენციის არსს წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალური მასალების შექმნის,  დიაგნოსტიკისა და გამოყენების პერსპექტივების ანალიზი. კონფერენცია ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში და გააღრმავებს საპარტნიორო ურთიერთობებს აღნიშნულ დარგში.

 

კონფერენციის თემები:

1.         ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობა, ტექნოლოგიები და ხელსაწყოები;

1.1       ნახევარგამატრული მასალების მიღებისა და კვლევის მეთოდები;

1.2       თერმოელექტრული მასალები, ბატარეები, გენერატორები;

1.3       ოპტოელექტრონული გარდამქმნელები და ოპტოელექტრონული ხელსაწყოები;

2.         თანამედროვე კომპოზიციური მასალები

2.1       თანამედროვე მეტალური, ოქსიდური და კერამიკული კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების შექმნის ტექნოლოგიები და კვლევის მეთოდები;

2.2       ნანომასალები და რადიაციული ნანოტექნოლოგიები;

3.         ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემები

 

 

 

მოხსენების აბსტრაქტის (~100 სიტყვა) წარმოდგენის ბოლო ვადა – 30 ივნისი, 2015

მოხსენების სრული ტექსტის (A4 ფორმატის 8 გვერდამდე) წარმოდგენის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2015

აბსტრაქტის წარმოდგენა ელექტრონული ფოსტით sipt@sipt.org; siptorg@gmail.com ან კონფერენციის ვებ-გვერდის საშუალებით (მენიუს პუნქტი-აბსტრაქტის წარდგენა).

  • წარმოდგენის შემდეგ მოგაწვდით დამატებით მოთხოვნებს მოხსენების გაფორმებასთან დაკავშირებით.

მოხსენებები დაიბეჭდება კრებულის სახით და დაურიგდებათ კონფერენციის მონაწილეებს რეგისტრაციისას.

წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა კონფერენციის შრომების კრებულების სახით;

      •   შერჩეული შრომები გამოქვეყნდება საქართველოს და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში: Journal of Materials Science and Engineering (ISSN: 1934-8959, David Publishing Company, USA. ), Georgia Chemical Journal (ISSN 1512-0686), Applied Physics Research (ISSN 1916-9639 (Print), ISSN 1916-9647 (Online)), GEN – Georgian Engineering 3’07 News (ISSN 1512-0287), Georgian International Journal of Science and Technology (ISSN 1939-5825), Nanosystems: Physics, Chemistry, Mathematics (ISSN 2220-8054), Materials Science and Engineering Superconductivity and Novel Magnetism (ISSN 2161-6221, ISSN 1557-1939), Problems of Nuclear Science and Technology (ISSN 1562-6016), Aerospace Engineering devices and Technology (ISSN 1727-7337), მეცნიერება და ტექნოლოგიები  (ISSN 0130-7061), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკდემიის მოამბე  (ISSN 0132-1447), Journal of Modern Physics (ISSN 2153-1196, ISSN 2153-120x), Bulletin of the Georgian Academy of Sciences; International Journal of Research in Engineering and Science (Print & e-Journal) ISSN (Online) 2320-9364, ISSN (Print) 2320-9356.

ორგანიზატორები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”

სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი

(კონფერენცია ეძღვნება სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავს)

 

საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი

გურამ ბოკუჩავა-თავმჯდომარე (საქართველო) 

ეკატერინე სანაია-მდივანი (საქართველო)  

კლაუს ტისენი (გერმანია)

ირაკლი ჟორდანია (საქართველო)

ფერნანდო მარკიზი (აშშ)

უჩა ძოძუაშვილი (საქართველო)

მილტონ ტორიკაჩვილი (აშშ)

არჩილ ფრანგიშვილი (საქართველო)

პატრიკ გრეი (დიდი ბრიტანეთი)

ივანე ნეკლიუდოვი (უკრაინა)

ალექსი მირიანაშვილი (საქართველო)

ლუკიან ანატიჩუკი (უკრაინა)

ვლადიმერ კუჩუხიძე (საქართველო)

უმარ სალიხბაევი (უზბეკეთი)

ანზორ გულდამაშვილი (საქართველო)

გიორგი დარსაველიძე (საქართველო)

ბორის შიროკოვი (უკრაინა)

ალექსანდრე შენგელაია (საქართველო)

ნიკოლოზ ჩიხრაძე (საქართველო)

გიორგი ესაძე (საქართველო)

ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი

ია ყურაშვილი

ვალერი სარჯველაძე

თეა გაფრინდაშვილი

 თინათინ კუჭუხიძე

 ნათია ჯალაღონია

კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული

კონტაქტი:

მისამართი:   საქართველო, თბილისი, 0186,  მინდელის ქ.  7

ტელეფონი: + (995 32) 2320960;   

მობ.: + (995) 577 392787; + (995) 577 392790

ფაქსი: + (995 32) 2320961  ;   

ელ-ფოსტა: sipt@sipt.org;    siptorg@gmail.com

               

Section categories

Log In

Search

Calendar

«  November 2024  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
Booking.com

Block title